გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ტანზანიას 1900-იან წლებში, გერმანიის მიერ ჩადენილი სისასტიკეების გამო პატიება სთხოვა.
ამ თემაზე მან ქალაქ სონგეაში, აჯანყების ადგილზე მდებარე მუზეუმში ისაუბრა.
„მსურს, პატიება ვითხოვო იმისთვის, რაც აქ გერმანელებმა გააკეთეს. რაც აქ მოხდა, ჩვენი საერთო ისტორიაა – თქვენი წინაპრების ისტორია და ჩვენი წინაპრების ისტორია გერმანიაში,“ - განაცხადა შტაინმაიერმა.