რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტში ბრძნულ გამოსავალზე მიუთითა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტას.
„ორი ხალხი, რომლებმაც ერთად უნდა იცხოვრონ. ბრძნული გამოსავალი არსებობს: ორი ხალხი, ორი სახელმწიფო, ოსლოს შეთანხმების თანახმად: ორი ძალიან შეზღუდული სახელმწიფო და იერუსალიმი განსაკუთრებული სტატუსით," - აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ.
ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტაზე საუბრობს საერთაშორისო თანამეგობრობაც. ბევრი ქვეყანა მიიიჩნევს, რომ ეს კონფლიქტის ერთადერთი გამოსავალია.