რუსეთი ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ოკუპირებულ ყირიმში რუსმა სამხედროებმა 6 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უწყების განცხადებით, ობიექტებზე თავდასხმის მცდელობისას უკრაინამ თვითმფრინავის ტიპის დრონები გამოიყენა.

„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შავი ზღვის თავზე ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, ხუთი კი ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს,“ - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.