სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა (NSS) განაცხადა, რომ გაანეიტრალა ტერორისტული ჯგუფი, რომელიც სამთავრობო შენობების დაკავებას აპირებდა. უწყების ცნობოთ, ხუთი ბრალდებული და სხვა დაუდგენელი პირები, წინასწარი შეთქმულებით, ემზადებოდნენ 2023 წლის განმავლობაში აფეთქებისა და „სხვა სოციალურად საშიში აქტის“ ჩასადენად, ასევე სომხეთში და სხვა სტრუქტურებში ეროვნული მნიშვნელობის შენობების დასაკავებლად.
„2023 წლის განმავლობაში ისინი ემზადებოდნენ აფეთქებებისა და სხვა სოციალურად საშიში მოქმედებების განსახორციელებლად, ასევე სახელმწიფო და სხვა შენობების დასაკავებლად. ამ ქმედებების მიზანი იყო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის შეფერხება,“ - წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა გეგმა ვერ განახორციელეს, რადგან მათი იდენტიფიცირება ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოხდა.
სისხლის სამართლის საქმე დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით აღიძრა. მათ ბრალი წაუყენეს.
უსაფრთხოების ძალებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში, მისი მონაწილეები ხალხის მოსაზიდად, "უკრაინული და მოლდოვის ტელეგრამ არხების" - (“ეროვნული ხსნის აჯანყება") შექმნას აპირებდნენ. გარდა ამისა, ბრალდებულები მათი ოჯახის წევრების საქართველოში ევაკუაციას გეგმავდნენ.
დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ არხების გააქტიურება და აქტივისტების მობილიზება, ტერორისტული აქტების დაწყებამდე ერთი დღით ადრე იგეგმებოდა.