გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს უგზავნის

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, მათ შორის ორი საჰაერო სათვალთვალო რადარი IRIS-T-ის ტიპის თავდაცვის სისტემისთვის გადასცა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ უკრაინითვის გაწეული სამხედრო დახმარების სია გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდზე განახლდა.


კერძოდ, უკრაინას ორი საჰაერო სათვალთვალო რადარი TRML-4D, 12 ჯავშანტრანსპორტიორი (APC), შვიდი სადაზვერვო დრონი Primoco ONE, ორი AMPS თვითდაცვის სისტემა ვერტმფრენებისთვის, ოთხი სატვირთო ტრაქტორის მატარებელი და 12 სატვირთო მანქანა MAN TGS და სხვა დახმარება მიეწოდა.

გარდა ამისა, გერმანია უკრაინაში 25 LEOPARD 1 A5-ის ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკის გაგზავნას დანიასთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში გეგმავს.