ბაჰრეინის წარმომადგენელთა პალატა, რომელიც საკანონმდებლო საკითხებს განიხილავს, ისრაელიდან ელჩის გაწვევის შესახებ აცხადებს.
ისრაელი აცხადებს, რომ ბაჰრეინის მთავრობისგან არ მიუღია რაიმე განცხადება ან გადაწყვეტილება ამ ქვეყნების ელჩების გამოწვევის შესახებ.
მედიის ცნობით, ბაჰრეინმა ასევე განაცხადა ისრაელთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის შესახებ.
პირველ ნოემბერს იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია.
7 ოქტომბერს ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც არაბული ლიგის იმ ოთხი ქვეყნიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებებს 2020 წელს, ერთ-ერთმა ისრაელის წინააღმდეგ ასეთ ქმდებას მიმართა.
ბაჰრეინ-ისრაელის კავშირები მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა აშშ-ის მხარდაჭერით მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც განიხილება, როგორც მთავარი გარღვევა ათწლეულების განმავლობაში, ისრაელისა და არაბული ქვეყნების კონფლიქტის დეესკალაციის მიმართულებით.