ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ “ქალაქი ღაზა მთლიანად ალყაშია მოქცეული, ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება.“
„ჩვენმა ძალებმა სრულიად მოაქციეს ალყაში ქალაქი ღაზა, „ჰამასის“ აქტივობების ცენტრი,” - განაცხადა ჰაგარიმ.
ჰაგარის ინფორმაციით, „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია, რომელიც კატარში ცხოვრობს, ირანში ვიზიტს გეგმავს.
„ისინი ღაზიდან ჩვენი ყურადღების გადატანას ცდილობენ, [მაგრამ] ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ “ჰამასზე“…
შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ, ჰაგარიმ ასევე აღნიშნა, რომ ტერმინი “ცეცლის შეწყვეტა” ამ მომენტში არ განიხილება.“