ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის $425 მილიონიანი დახმარების პაკეტს გამოყოფს - Reuters

აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის წარდგენას გეგმავს. ეს დახმარება მოიცავს დრონების საწინააღმდეგო სისტემას და  და სხვა საბრძოლო მასალებს. ამის შესახებ ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს.

მოსალოდნელია, რომ პაკეტისთვის თანხები გამოიყოფა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივიდან (USAI), რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, შეიძინოს ახალი იარაღი, ვიდრე ძველი მარაგები გამოიყენოს.


დანარჩენ იარაღში შედის საჰაერო სარაკეტო სისტემები (NASAMS), HIMARS-ის საბრძოლო მასალები, საარტილერიო ჭურვები და სხვა სახის კრიტიკული საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინამ მოითხოვა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პაკეტი ჯერ კიდევ დაუსრულებულია და მისი კორექტირება შესაძლებელია. ბაიდენს ამ დახმარების გამოცხადეა კონგრესის თანხმობის გარეშე შეუძლია.


სააღრიცხვო შეცდომამ კიევის სასარგებლოდ იმუშავა, რადგან ახალ მეტი აღჭურვილობის გაგზავნა შესაძლებელია. აშშ-მ 6,2 მილიარდი დოლარის დაფინანსების ეტაპობრივად გამოყოფა დაიწყო მას შემდეგ, რაც პენტაგონმა სააღრიცხვო შეცდომა დააფიქსირა. ბაიდენის ადმინისტრაციას დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი.

პენტაგონის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა ივნისში განაცხადა, რომ სააღრიცხვო შეცდომის დეტალურად გაანალიზების შედეგად, მიმდინარე ფისკალურ წელს დაფიქსირებული შეცდომის დროს, 3.6 მილიარდი დოლარით, ხოლო გასულ ფისკალურ წელს $2.6 მილიარდით ზედმეტი თანხა გამოიყო.

2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით უკრაინას 44 მილიარდი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გაუწია.