უნგრეთის შეიარაღებული ძალები 2-26 ნოემბერს NATO-ს ძალების მონაწილეობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნას - "Adaptive Hussars 23" გამართვენ. წვრთნების დროს, რომელიც უნგრეთის რამდენიმე რეგიონში ჩატარდება, არმიის ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნა შემოწმდება. ამასთან, შეიმუშავებენ „ურთიერთქმედებას თავდაცვის ძალებსა და სამოქალაქო ადმინისტრაციას შორის.“
„ჩვენ ვცხოვრობთ საშიშ ეპოქაში: ომი, არალეგალური მიგრაცია და მათთან ერთად ტერორიზმის საფრთხე აწუხებს ევროპას. უნგრეთის მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, უნგრეთის და უნგრელი ხალხის უსაფრთხოებ, რაც გარანტირებული იქნება კარგად გაწვრთნილი ჯარით,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა კშიშტოფ სალაი-ბობროვნიცკიმ.
შეგახსენებთ, რომ სწავლება უნგრეთის გენერალური შტაბის უფროსმა გაბორ ბერენდიმ ჯერ კიდევ სექტემბერში დააანონსა. მედიის ცნობით, მომავალ წელს NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ ერთობლივ სამეთაურო სწავლებას ამზადებს, რომელშიც 40 ათასზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.