Meduza: რუსეთში სასამართლოს გასვლითი სხდომა სტრიპტიზ-კლუბში გამართეს

სანქტ-პეტერბურგის კუიბიშევსკის რაიონულმა სასამართლომ, უკანონო განაშენიანების საქმეზე, გასვლითი სხდომა სტრიპტიზ-კლუბში გამართა. Meduza-ს ცნობით, ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური იტყობინება.

ადგილზე სხდომის გამართვის გადაწყვეტილება მოსამართლე ირინა ვორობიოვამ მიიღო, რომელმაც შენობის უკანონო განახლების თაობაზე მიიღო საჩივარი.

„მოსამართლემ გადაწყვიტა „ადგილზე გაერკვია, ვინ არის მართალი და ვინ დამნაშავე,“ - აღნიშნავენ პრესსამსახურში. საქმე ეხება სარეკონსტრუქციო სამუშაოს, რომელიც სავარაუდოდ, წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარდა.