გერმანიამ კადიროვის კრიტიკოსს თავშესაფარი მისცა

გერმანიამ ჩეჩენ მოხმად აბდურახმანოვს, უფლებადამცველსა და ოპოზიციონერი ჩეჩენი ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის ძმას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

მანამდე მიუნხენის სასამართლომ მოხმადის მკვლელობის მცდელობის ორგანიზატორს განაჩენი გამოუტანა.


თავშესაფრის მიცემის შესახებ თავად აბდურახმანოვმა Youtube-ის არხზე განაცხადა და გერმანიის ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა. იუწყება Kavkaz.Realii.

მანამდე მას თავშესაფარზე ორჯერ უარი ეთქვა. მაგრამ 2021 წლის მარტში აუგსბურგის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაავალა გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურ ოფისს, რომ აბდურახმანოვისა და მისი ოჯახის განმეორებითი განცხადება განეხილა.

2023 წლის აგვისტოში მიუნხენის უმაღლესმა რეგიონალურმა სასამართლომ ჩეჩენი ვალიდ დადაკაევი აბდურახმანოვის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.