საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს.
„გაფართოება აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხია და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს,“ - წერს პრეზიდენტი და X-ზე ანალენა ბერბოკის სიტყვებს აზიარებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გაფართოება არის რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გეოპოლიტიკური შედეგი. „ევროპაში ნაცრისფერ ზონებს ვეღარ ვუშვებთ. გაფართოება ასევე გეოპოლიტიკური შესაძლებლობაა ევროკავშირისთვის,“ - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.