აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოლიდარობის გამოსახატად კვლავ ისრაელში დაბრუნდა.
ნლინკენი ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდა.
„მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ისრაელი ამას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქმე ეხება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ყველაფერი გაკეთდეს მათ დასაცავად და არანაირად არ აგონ პასუხის იმაზე, რაც 7 ოქტომბერს მოხდა,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ იცავს თავს ისრაელი და მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცულნი იყვნენ.
ენტონი ბლინკენმა და ისააკ ჰერცოგმა შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ გამუდმებით ფიქრობენ მძევლებზე, როგორც ისრაელისა და აშშ-ს ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე.
„გადაწყვეტილი გვაქვს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი უსაფრთხოდ დავიბრუნოთ,“ - აღნიშნა ბლინკენმა.