გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სომხეთში ჩავიდა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა.
„ჩვენ გვინდა, დავმყაროთ სტაბილურობა და უსაფრთხოება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში და შევქმნათ პირობები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად“, - განაცხადა ბაერბოკმა.
„ჩვენ გვინდა, დავმყაროთ სტაბილურობა და უსაფრთხოება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში და შევქმნათ პირობები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად“, - განაცხადა ბაერბოკმა.
მირზოიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სომხეთი მნიშვნელოვანად მიიჩნევს გერმანიის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის.
ანალენა ბერბოკი სომხეთში ვიზიტისას ასევე ეწვევა ევროპის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას და მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მიმღებ ცენტრს. მეორე დღეს ბერბოკი ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანელ კოლეგას, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და გაეროს კოორდინატორს შეხვდება.
„გერმანია მხარს უჭერს გრძელვადიან მშვიდობას. რეგიონში ნდობისა და შერიგების გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიზანი არის ყოვლისმომცველი მშვიდობიანი გადაწყვეტა, რათა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ თავიანთი სახელმწიფოების საზღვრებში," - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.