ოლექსი დანილოვი: ოკუპირებულ ყირიმში რუსეთი ისეთ დამარცხებას განიცდის, როგორიც აქამდე არ უნახავს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპანტებს ყოველდღე დიდ ზარალს აყენებენ.

ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინა არ აპირებს დანებებას და ის გააგრძელებს ბრძოლას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ.


დანილოვმა აღნიშნა, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთი ისეთ წარუმატებლობას განიცდის, როგორიც აქამდე არ უნახავთ.

„რაც შეეხება ყირიმის ნახევარკუნძულს და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტს, მერწმუნეთ, ასეთი დამარცხება რუსებს ცხოვრებაში არ უნახავთ," - განაცხადა დანილოვმა უკრაინის რადიოს ეთერში.