ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში. ეს ოფიციალურად დადასტურდება ანგარიშის ფარგლებში, რომლის წარდგენასაც ევროკომისია მომავალ კვირას გეგმავს.
UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უნდა ვთქვა, რომ თქვენ მიაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს. შთამბეჭდავია ამის ნახვა. ამის მოწმენი ვიქნებით მომავალ კვირას, როდესაც ევროკომისია წარადგენს თავის ანგარიშს გაფართოების შესახებ," - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ლეიენის თქმით, უკრაინამ აჩვენა წინსვლა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში, ოლიგარქიული კონტროლის შეზღუდვის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში და ბევრ სხვა სფეროში.
ლაიენი დარწმუნებულია. რომ უკრაინა დარჩენილი რეფორმების დასრულებას ძალიან მალე შეძლებს: „თუ ეს მოხდება, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა შეძლებს, გააცნობიეროს თავისი ამბიციური მიზანი, გადავიდეს გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე,“ განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
უკრაინის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ელოდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.