უკრაინა რუსული ელექტრონული საომარი სისტემის განადგურების შესახებ იუწყება

ტავრიის ჯგუფის მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრ ტარნავსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსული ელექტრონული საომარი სისტემა ("Pole-21") გაანადგურეს. მან დეტალები არ დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ სისტემა „სატელიტური სანავიგაციო არხების ჩასახშობად არის შემუშავებული.“

მაისში CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო თვეებში რუსეთი ბლოკავს აშშ-ის მიერ მიწოდებულ საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS), რომლებსაც უკრაინის არმია იყენებს. ამერიკული ტელეარხი აღნიშნავდა, რომ რუსული ძალები ელექტრონულ ჩამკეტ სისტემას იყენებენ, რის გამოც რაკეტა მიზანს სცდება.