ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს, შეათანხმოს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა წლის ბოლომდე. UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ მან კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისთვის მან მოლაპარაკებები სენატორებთან და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებთანაც გამართა.
კითხვას, შეძლებს თუ არა ევროკავშირი დაეხმაროს უკრაინას, თუ აშშ-ის დახმარება 2024 წელს შემცირდება, ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ომის პირველივე დღიდან უკრაინის მტკიცე მხარდამჭერი იყო და ეს მისი სუვერენული გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკებები და ამერიკულ მხარეს აცობა ევროკავშირის გეგმების შესახებ.
„მე შევთავაზე ევროპულ საბჭოს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამასთან დაკავშირებით წლის ბოლომდე შევთანხმდეთ. ჩვენ მათ ავუხსენით, რას ვაკეთებთ და რატომ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინას ჰქონდეს ფინანსური სტაბილურობა," - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
3 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდა.