„გარეგნული სიმდიდრე, რისკენაც უმეტესწილად მიისწრაფვის დღეს ადამიანი, მარადიული ცხოვრებისთვის არაფერს ნიშნავს, არამედ, უმთავრესია ის შინაგანი თვისებები, რომლებსაც მოვიპოვებთ ჩვენს ცხოვრებაში, ეს შინაგანი სიმდიდრე და სულის მშვენიერება. სწორედ ეს მიგვყვება ჩვენ მარადიულ ცხოვრებაში,“ ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 22-ე კვირას, წმინდა იაკობ მოციქულის ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.
- მისი სიტყვებით, „ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა მოიპოვოს ამ ცხოვრების განმავლობაში, არის მოთმინება და სიმდაბლე.“
„ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა მოიპოვოს ამ ცხოვრების განმავლობაში, არის სწორედ მოთმინება და სიმდაბლე. რაც მხოლოდ და მხოლოდ მოიზიდავს სულიწმიდის მადლს ადამიანის სულზე. თუ ამას დაემატება სიყვარული და გულმოწყალება, სწორედ ამაში მდგომარეობს სულის გადარჩენა,“ - აღნიშნა მეუფე შიომ.