რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელ-ჰამასის კონფლიქტზე საუბრისას მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ვაგრძელებ ფიქრს პალესტინასა და ისრაელში არსებულ სერიოზულ ვითარებაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ღვთის სახელით, გთხოვთ, შეწყვიტოთ: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება!” - აღნიშნა რომის პაპმა.
მას იმედი აქვს, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება მოხდეს.