უკრაინა განიხილავს თავის სამხედრო სტრატეგიის შეცვლას, რომ "უფრო სწრაფად წავიდეს წინ." უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა NBC News– ს განუცხადა. ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ფრონტზე ჩიხური ვითარება არ შექმნილა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეტევა ნელია იმის გამო, რომ „რუსეთი აკონტროლებს ცას.“
ზელენსკის თქმით, წარმატებული შეტევითი ოპერაციებისთვის საჭიროა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე F-16 გამანადგურებლები. უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ფრონტი შარშანაც სტატიკური იყო, მაგრამ შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში გარღვევა მოახდინეს.