საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა საფრანგეთში გამართულ ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ), ილია სულამანიძემ (100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალის გზაზე ყველა მეტოქეს აჯობეს. საჩემპიონო ბრძოლაში კი ოთხივე დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მეცხრე ადგილზე გავიდა.