უკრაინაში, 128-ე ბრიგადის სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

128-ე ბრიგადის სამხედროების დაღუპვის საქმეზე უკრაინამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ტრაგედის თავიდან აცილება შეიძლებოდა. დასავლეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, დაჯილდოების ცერემონიის დროს, 20-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამჟამად არ არის დადასტურებული.


„თავდაცვის მინისტრმა (რუსტემ) უმეროვმა მითხრა იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია ყველა იმ გარემოების გასარკვევად, რაც მოხდა, კონკრეტულად, ვინ რა ბრძანებები გასცა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მან პირობა დადო, რომ შეიარაღებულ ძალებში ცვლილებებს განახორციელებს დაუდევრობის, საბჭოთა კავშირის ეპოქის პრაქტიკის და ბიუროკრატიის მოსაგვარებლად. ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას რუსეთის წინააღმდეგ გამარჯვების მისაღწევად.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა სამხედროების დაჯილდოების დროს თავდასხმა განახორციელეს.