Reuters: პუტინი ხელისუფლებაში 2024 წლის შემდეგაც დარჩება

Reuters-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, მონაწილეობა მიიღოს მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში, რას მას საშუალებას მისცემს, ხელისუფლებაში სულ მცირე 2030 წლამდე დარჩეს.

პუტინი 7 ოქტომბერს 71 წლის გახდა.


წყაროებმა, რომლებიც Reuters-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ საარჩევნო კამპანიისთვის მზადება მიმდინარეობს.

„პუტინისთვის, რომელიც რუსეთში 80%-იანი მოწონების რეიტინგით სარგებლობს, არჩევნები ფორმალობაა, თუ ის იყრის კენჭს: სახელმწიფოს, სახელმწიფო მედიის მხარდაჭერითა და თითქმის ყოველგვარი ძირითადი საზოგადოებრივი განსხვავებული აზრის გარეშე, აუცილებლად გაიმარჯვებს,“ წერს Reuters-ი.


კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. პესკოვმა სექტემბერში განაცხადა, რომ თუ პუტინი გადაწყვეტდა კენჭისყრას, მაშინ მას ვერავინ გაუწევდა კონკურენციას.


„უკრაინის ომმა, 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, დასავლეთთან ყველაზე დიდი დაპირისპირება გამოიწვია. დასავლეთის სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში უდიდესი გარე შოკი მოახდინა, ივნისში პუტინი „ვაგნერის“ წარუმატებელი ამბოხის წინაშე აღმოჩნდა. პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში აჯანყებიდან ორი თვის შემდეგ დაიღუპა. დასავლეთი პუტინს ომის დამნაშავედ და დიქტატორად მიიჩნევს,“ - წერს Reuters-ი.