უკრაინული მედია: კიევთან აფეთქების შედეგად, ზალუჟნის თანაშემწე დაიღუპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის თანაშემწე, 39 წლის მაიორი გენარი ჩასტიაკოვი აფეთქების შედეგად დაიღუპა.

უკრაინული მედია წერს, რომ ეროვნული პოლიციის პრესსამსახურის თანახმად, კიევის რაიონის სოფელ ჩაიკის “საცხოვრებელ კომპლექსში საბრძოლო მასალის მიმართ უყურადღებო მოპყრობის შედეგად, სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.“

„წინასწარი ინფორმაციით, ყუმბარის აფეთქებას 39 წლის სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. მძიმედ დაშავებულია მისი 13 წლის ვაჟი. ბიჭი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება," - ნათქვამია Facebook-ე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


ზალუჟნი Telegram-ზე წერს, რომ ჩასტიაკოვი დაიღუპა "ტრაგიკულ გარემოებებში, თავის დაბადების დღეზე, ოჯახურ წრეში."

ზალუჟნის თქმით, აფეთქდა ჩასტიაკოვის მიერ დაბადების დღეზე მიღებული ერთ-ერთი საჩუქარი, რომელიც გენარი ჩასტიაკოვმა შინ მიიტანა. თავისი მრჩევლის და მეგობრის სიკვდილს მა მძიმე დანაკარგი უწოდა.