CNN-ის ცნობით, შეერთებული შტატები ისრაელისთვის 320 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ზუსტი მართვადი ბომბის აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს.
ამერიკული ტელეარხი ამის შესახებ ინფორმირებულ წყროებზე დაყრდნობით წერს. სახელწიფო დეპარტამენტმა კომენტარი არ გააკეთა.
Spice Family Gliding Bomb Assemblies-ის ისრაელისთვის გადაცემას კონგრესის შესაბამისმა კომიტეტებმა მხარი რამდენიმე თვის წინ, მანამდე დაუჭირეს, ვიდრე ქვეყანას „ჰამასი“ დაესხმებოდა თავს.
უფრო ადრე Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესის ლიდერებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ იარაღის მწარმოებელი კომპანია Rafael USA აღნიშნულ ბომბებს გადასცემს თავის ისრაელელ დედობილ კომპანიას, Rafael Advanced Defense Systems-ს, რათა შემდეგ ის ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენოს.