ენტონი ბლინკენი იაპონიაში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იაპონიაში ჩავიდა.

შეხვედრაზე ისრაელ-„ჰამასის“ ომს, რუსეთ-უკრაინის ომსა და ჩინეთთან ურთიერთობებს განიხილავენ.


ბლინკენი იაპონიაში ვიზიტამდე ახლო აღმოსავლეთს სტუმრობდა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის მოწოდებით გამოვიდა.

თურქეთში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდების გასაზრდელად.

„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში დავინახავთ, რომ დახმარება შეიძლება მნიშვნელოვნად გაფართოვდეს,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.