უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში საბრძოლო მზადყოფნაშია პარტნიორებისგან მიღებული NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები.
ზელენსკის თქმით, ზამთრისთვის ეს უფრო გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს გამართულ თათბირზე მოისმინეს ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებებზე კუპიანსკის, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებზე.