საფრანგეთი უკრაინისთვის დამატებით, 200 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს

საფრანგეთი უკრაინის დახმარების პაკეტში 200 მილიონი ევროს დამატებას გეგმავს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.

დამატებული თანხები ბიუჯეტის კანონპროექტის ნაწილია, რომელიც საფრანგეთის პარლამენტში 8 ნოემბერს განიხილება. დამატებითი მხარდაჭერა უკრაინის არმიას საშუალებას მისცემს, რომ ფრანგული სამხედრო ტექნიკის შეძენა გააგრძელოს.


საფრანგეთის პარლამენტი თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას 2023 წლის ივლისში დათანხმდა, ნაწილობრივ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. გაზრდილი ხარჯები ასევე მოიცავს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.