რუსეთი ლათინურ ამერიკაში მისი ინტერესების გასაძლიერებლად, ფართო დეზინფორმაციულ კამპანიას აფინანსებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ კრემლი მუშაობდა მედია კომპანიებთან "უკრაინის მხარდაჭერისთვის" არგენტინაში, ბოლივიაში, ჩილეში, კოლუმბიაში, კუბაში, მექსიკაში, ვენესუელაში, ბრაზილიაში, პერუში და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში.
შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა სამი რუსული კომპანია, რომლებიც კოორდინაციას უწევდნენ მოსკოვის დეზინფორმაციის ძალისხმევას: სოციალური დიზაინის სააგენტო (SDA), ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტი და Structura. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამ ფირმებს რუსეთის საგარეო გავლენის მიზნების გასაგრძელებლად, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების გამოცდილება და ისტორია აქვთ.
დეზინფორმაციული კამპანიის სათავეში მყოფი სამი კომპანია სარედაქციო გუნდებს ლათინურ ამერიკაში აერთიანებს, ისინი თანამშრომლებს შინაარსს რედაქტირებისთვის და გამოსაქვეყნებლად რუსეთში უგზავნიან. ზოგიერთი ამბავი, რომელსაც მოსკოვი ავრცელებს, გამიზნული იყო აშშ-ისა და NATO-ს საწინააღმდეგო განწყობების გაღვივებისთვის. სხვა შინაარსით კი, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამართლებას ცდილობენ. „რუსეთი მიზნად ისახავდა, დაერწმუნებინა ლათინოამერიკელი აუდიტორია, რომ „ომი უკრაინის წინააღმდეგ, სამართლიანია და რომ მათ შეუძლიათ რუსეთთან გაერთიანება ნეოკოლონიალიზმის დასამარცხებლად,“ ნათქვამია მოხსენებაში.