ტოკიოს სამიტი: G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებს, უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის სესიაზე, ტოკიოში ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში,  რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის მხარდაჭერის მიმართ თავიანთი ვალდებულება დაადასტურეს. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.


„დისკუსიის შედეგად, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები დაეთანხმნენ, რომ G7 დარჩება ერთიანი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებისა და უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის უზრუნველყოფის თვალსაზრისით,“ - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საკითხზე შეხვედრას, რომელსაც G7-ის ქვეყნების უმაღლესი დიპლომატები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ესწრებოდნენ, დაახლოებით, 80 წუთი გაგრძელდა.

სესიის დასაწყისში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოკო კამიკავამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება, მნიშვნელოვანია, G7 იყოს ერთიანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის მკაფიო გზავნილის გასაგზავნად, რომ მათი მტკიცე ვალდებულება უკრაინის მიმართ, ურყევია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა გაყინეს რუსეთის სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარი, რომლის ღირებულება დაახლოებით, 300 მილიარდი ევროა, აქედან თითქმის 200 მილიარდი ევრო ევროკავშირშია.