რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიაში არ შეუშვეს. ის ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას გეგმავდა. ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია რუსული თვითმფრინავებისთვის. ინფორმაციას Nexta ავრცელებს.
პან-ევროპული უსაფრთხოების ორგანოს, რომელიც ყოველწლიურ მინისტერიალს სკოპიეში 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, გამართავს, ამჟამად ჩრდილოეთ მაკედონია თავმჯდომარეობს.