გაფართოებული ევროკავშირი უფრო ძლიერ ევროკავშირს ნიშნავს, ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.
„გაფართოებული ევროკავშირი უფრო ძლიერ ევროკავშირს ნიშნავს. ევროპარლამენტი მიესალმება იმ ქვეყნების პროგრესს, რომლების ევროკავშირში წევრობისკენ მიისწრაფვიან.
ევროკომისიის დღევანდელმა რეკომენდაციებმა განახლებული იმედი და ნათელი ევროპული გზა მისცა მილიონობით ხალხს თავისუფლებით, მშვიდობითა და სტაბილურობით სავსე მომავლისკენ. მოხარული ვარ, რომ უკრაინა და მოლდოვა კარგ გზაზე იმყოფებიან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად.
ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას და ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მას შემდეგ, რაც მოთხოვნები შესრულდება,” - წერს მეცოლა.