აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას მიესალმა

აშშ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას მიესალმა.

სახლმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ “შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნების მისწრაფებებს, რომლებიც აღიარებულ იქნა.“


„ეს, რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის და მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, გამოიყენონ მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის,“ - აღნიშნა პატელმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.