პენტაგონის ცნობით, აშშ-მ სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტს დაარტყა.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, დარტყმები განხორციელდა F-15 ტიპის ორი ამერიკული გამანადგურებლით ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულ ადგილზე და არის პასუხი იმ 40 თავდასხმაზე, რომელიც ოქტომბრის დასაწყისიდან მოყოლებული რეგიონში აშშ-ის ძალებზე განხორციელდა.
სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, რომლებიც სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებთან იყვნენ დაკავშირებული.
ოქტომბრის დასაწყისიდან აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ერაყსა და სირიაში ირანის მხარდაჭერილი ძალები სულ მცირე 40-ჯერ დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ორმოცდახუთი ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა. შეერთებულმა შტატებმა, ბოლო კვირების განმავლობაში, აღმოსავლეთ სირიაში იარაღის შესანახ ობიექტებზე დარტყმა მეორედ განახორციელა.