გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ომის დანაშაულები ჩაიდინეს როგორც ისრაელმა, ასევე “ჰამასმა“, კონფლიქტში, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ დაიწყო.
რეგიონში ტიურკი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მსხვერპლებთან და რეგიონში მომუშავე გაეროს თანამშრომლებთან განიხილავს. რაფაჰში ჩასვლამდე მან 7 ოქტომბერს შეხვედრები გამართა კაიროში.
ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ფოლკერ ტიურკმა, ახლო აღმოსავლეთში თავისი ხუთდღიანი ტურნეს ფარგლებში, ეგვიპტეში მოინახულა ღაზის სექტორის საზღვარზე მდებარე რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტი.