ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დანაკარგები რუსეთის დანაკარგებზე სულ მცირე 5-ჯერ ნაკლებია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters Hosts Interview-ს დროს კომენტარი გააკეთა ზოგიერთი უცხოელი ლიდერის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის რაოდენობა ბევრად აღემატება უკრაინას მოსახლეობის რაოდენობას და, შესაბამისად, უკრაინელი ჯარისკაცები რუსებს წინააღმდეგობას ხანგრძლივად ვერ გაუწევენ. ზელენსკის თქმით, რუსეთის ძალების წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომში უკრაინის არმიის დანაკარგები მოწინააღმდეგის დანაკარგებზე გაცილებით ნაკლებია.

„ჩვენი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ ჩვენი დანაკარგები რუსებზე სულ მცირე ხუთჯერ ნაკლებია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისათვის, უკრაინის გენერალური შტაბის 9 ნოემბერს მონაცემებით, რუსებმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 308 720 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს.