რა ვერსიებს განიხილავს გამოძიება ზალუჟნის თანაშემწის დაღუპვის საქმეზე

გამოძიება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის (AFU) ვალერი ზალუჟნის თანაშემწის გარდაცვალების მთავარ ვერსიად უბედურ შემთხვევად მიიჩნევს, თუმცა მომხდარის კიდევ სამი შესაძლო ვერსია განიხილება. მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შეკვეთილი მკვლელობა, მტრული ურთიერთობებით მოტივირებული მკვლელობა და AFU-ს მთავარი მეთაურის აპარატის უფროსი ოფიცრების სხვა სამხედრო მოსამსახურის განზრახ მკვლელობის მცდელობა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


გამოძიების ბიუროს კომუნიკაციების მრჩეველის თქმით, არსებობს ვერსია, რომ საქმე გვაქვს "ჩასტიაკოვის განზრახ მკვლელობასთან, რომელიც ჩადენილია მტრული ურთიერთობების საფუძველზე - შურისძიება, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

SBI-ს ამჟამად ეჭვმიტანილი ჰყავს - უწყების ინფორმაციით, გენადი ჩასტიაკოვს ხელყუმბარები შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოფისის ოფიცერმა გადასცა. 

„მოგვიანებით ექვსი მათგანი ხის სასაჩუქრე ყუთში ჩაალაგა, ალკოჰოლური სასმელის ბოთლთან ერთად. ეს ყუთი მან სამხედრო მოსამსახურეს გენადი ჩასტიაკოვს დაბადების დღეზე აჩუქა,“ - წერს SBI განცხადებაში. მისივე თანახმად, ოფიცერმა კიდევ ორი ​​ყუმბარა თავისი კაბინეტის კარადაში შეინახა, საიდანაც ისინი სამართალდამცველებმა ამოიღეს.

ოფიცერს ასაფეთქებელი მოწყობილობების კანონით მოთხოვნილი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარებისა და გაყიდვის ბრალდება წარედგინა (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


7 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის თანაშემწე, 39 წლის მაიორი გენარი ჩასტიაკოვი აფეთქების შედეგად დაიღუპა.

„საჩუქრის გახსნის დროს, ყუმბარა აფეთქდა, რის შედეგადაც, გენადი ჩასტიაკოვი გარდაიცვალა. მეორე დღეს გენერალურმა პროკურატურამ ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პასუხისმგებლობა სახელმწიფო ბიუროს დააკისრა,“ წერს BSI.