თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელი ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ყოველდღიურად სამხედრო ოპერაციებში 4-საათიან პაუზებს აიღებს. კირბის თქმით, ისრაელი პაუზების შესახებ სამი საათით ადრე გაავრცელებს ინფორმაციას.
„ისრაელის მხარემ გვითხრა, რომ ამ ტერიტორიებზე პაუზების განმავლობაში სამხედრო ოპერაციები არ იქნება, და ეს პროცესი დღეს იწყება,” - განაცხადა კირბიმ.
ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ პაუზები “სწორი მიმართულებით ნაბიჯებია.”
„ისრაელს მოვუწოდებდით მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმიზაცია მოეხდინა და ყველაფერი გაეკეთებინა, რათა ეს ციფრი შეემცირებინა,” - განაცხადა კირბიმ.