უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 ნოემბერს მოაწერა ხელი ორ კანონპროექტს, რომელიც საომარ მდგომარეობას და საყოველთაო მობილიზაციას კიდევ 90 დღით აგრძელებს.
ორივე გადაწყვეტილება ძალაშია 2023 წლის 14 თებერვლამდე.
ზლენსკიმ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია პირველად 2022 წლის 24 თებერვალს გამოაცხადა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
მას შემდეგ უკრაინა უკვე მეცხრედ აგრძელებს საომარ მდგომარეობას. საომარი მდგომარეობის თანახმად, 18-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება, რადგან ისინი შესაძლოა, სამხედრო სამსახურში გაიწვიონ.
ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ხელმძღვანელმა მიხაილო ფედოროვმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამინისტრო მუშაობს ე.წ. „ჭკვიანი მობილიზაციის“ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ნებაყოფლობით საფუძველზე სამხედრო სპეციალისტების დაქირავებას.
პროექტის საპილოტე ეტაპი, რომელიც უახლოეს ორ თვეში დაიწყება, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების ოპერატორების მოძიებაზე იქნება ფოკუსირებული.