ფინეთი ევროპის ქვეყნებს, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჰელსინკის მიდგომის გაზიარებას სთავაზობს

ჰელსინკის შეფასებით, ევროპელმა ქვეყნებმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართ, ფინეთის მიდგომა უნდა გაიზიარონ, გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ძალები და საბრძოლო მასალების მარაგი, რათა რუსეთისგან მომდინარე მზარდ კონფრონტაციულ რისკებს გაუმკლავდნენ. ამის შესახებ რეგიონის უდიდეს სამხედრო რეზერვზე პასუხისმგებელმა ოფიციალური პირმა განცხადა. ფინელმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მიგრაციას, ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმებსა და ჰიბრიდული ომებს იარაღად იყენებს. წერს Bloomberg-ი.


Bloomberg წერს, რომ ფინეთს 280 000 გაწვრთნილი რეზერვისტი ჰყავს. ამ ქვეყნის სარეზერვო ძალები ყველაზე დიდია ევროპაში.

„თქვენ უნდა გყავდეთ რეზერვისტების დიდი არმია, რომელსაც შეეძლება, დაუპირისპირდეს ამ სახის საფრთხეებს, რადგან ახლა ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი მომენტი არის ის, რომ ჩვენ აღარ გვაქვს მჭიდრო დიალოგი რუსეთთან,” - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა ინტერვიუში.


მისი შეფასებით, უკრაინის ომისგან მიღებული გაკვეთილები თავდაცვის მარაგების გაზრდას მოიცავს.

ფინელმა მინისტრმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ საკუთარ უსაფრთხოებას. ფინეთის თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა ევროპელებს, რომ მოემზადონ სცენარისთვის, სადაც მათ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე მოქმედება მოუწევთ.

2023 წლის 4 აპრილს ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა.