რუსეთში, ჩუკოტკაში თვითმფრინავი გაუჩინარდა

რუსეთში, ჩუკოტკაში ავიაკომპანია Strizh Aviation-ის კუთვნილი An-2 ტიპის თვითმფრინავი გაუჩინარდა.

ინფორმაციას სახელმწიფო მედია TASS-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა - ეკიპაჟის ორი წევრი და ერთი მგზავრი.

თვითმფრინავი პევეკიდან აფრინდა და ამავე ადგილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა დაფრენისას კონტაქტი არ დამყარდა.