ახალი ამბები
უცხოეთი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ბერბოკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ჩავა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მესამე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრები ფოკუსირებული იქნება „ჰამასის“ მიერ დაკავებული გერმანელი მძევლების გათავისუფლებაზე, ღაზაში მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და გერმანიის დიპლომატიურ ძალისხმევაზე რეგიონული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.
„ისრაელს აქვს უფლება და მოვალეობა, დაიცვას თავი „ჰამასის“ მიმდინარე სასტიკი ტერორისგან, რათა დაიცვას თავისი ხალხი. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემსუბუქდეს უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების საშინელი ტანჯვა,“ – განაცხადა ანალენა ბერბოკმა გამგზავრებამდე.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზს უსვამს, რომ ბერლინი მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოძებნოს დამატებითი გზები და ვარიანტები ეფექტიანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.