პოლონეთში ოპოზიციური პარტიების კოალიცია ჩამოყალიბდა

პოლონეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური შეთანხმება გააფორმეს.

„სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე სავარაუდო კანდიდატმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „შეთანხმება არის სახელმძღვანელო მითითებები თანამშრომლობისთვის მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტისგან მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას მიიღებენ.

ტუსკის პარტიის გარდა, კოალიციაშიხ „მესამე გზა“ და „ახალი მემარცხენეები“ არიან.


7 ნოემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირება ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, მათეუშ მორავეცკის დაავალა.

მორავიეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობა არ აქვს.

მორავეცკის კოალიციისათვის სხვა საპარლამენტო პარტიებთან მოლაპარაკება მოუწევს.