სამხრეთ კორეა უკრაინას დრონების წარმოებაში დაეხმარება

სამხრეთ კორეა უკრაინას უფრო მაღალი ხარისხის დრონების წარმოებაში დაეხმარება.

ამის შესახებ ლვოვის მერმა ანდრი სადოვმა განაცხადა, იუწყება Ukrinform.

„ჩვენ გვაქვს კონტაქტი დრონების მწარმოებლებთან. იქნება უფრო მეტი დრონი და ისინი უფრო მაღალი ხარისხის,“ აღნიშნა სადოვმა უკრაინული მედიის ცნობით.


ლვოვის მერმა ასევე განაცხადა, რომ კორეული ბიზნესი დაინტერესებულია უკრაინაში ინვესტიციებით.

გარდა ამისა, სამხრეთ კორეელი პარტნიორების მხარდაჭერით, უკრაინაში კიდევ ერთი საავადმყოფო აშენდება.