უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს რუსეთის ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ოკუპაციისგან ხერსონის გათავისუფლების პირველ წლისთავთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა „ყველას, ვინც ამჟამად მუშაობს ხერსონში ხალხის დასაცავად, ყველას, ვინც იბრძვის ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე უკრაინისთვის და ყველას, ვინც იცავს უკრაინის სიცოცხლეს.“
„დღეს აღინიშნება ხერსონის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების პირველი წლისთავი. გმირი ქალაქი. ქალაქი-სიმბოლო. იმედის ქალაქი. ჩვენი ხალხის ქალაქი, რომელიც არ დანებდა მტრის ძალას და თავისი წინააღმდეგობით შთააგონებდა ყველას ჩვენს ირგვლივ და მთელ მსოფლიოს. ეს არის ჩვენი ლურჯი და ყვითელი დროშები, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს ხერსონის ქუჩებში და ბევრ სახლსა და ბინაში, რომ უკრაინა ერთია, ჩრდილოეთ საზღვრიდან ჩვენს ზღვამდე,“ - განაცხადა ზელენსკიმ.