აზერბაიჯანმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ კანონი დაამტკიცა.

კანონის თანახმად, დამტკიცდა 2023 წლის 24 აპრილს ბაქოში ხელმოწერილი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება,“ - წერს აზერბაიჯანული მედია.


ცნობისთვის, აზერბაიჯანის პარლამენტმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 5 ოქტომბერს დაამტკიცა.

შეთანხმებას ხელი ბაქოში, 2023 წლის 24 აპრილს მოეწერა ხელი. დოკუმენტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას და გაძლიერებას, ასევე, მხარეთა მიერ მიღებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების პრაქტიკულ აქტივობებს.