უკრაინამ ხარკოვის ოლქის სოფელზე კონტროლი აღადგინა - სასაზღვრო სამსახური

უკრაინულმა ძალებმა 11 ნოემბერს, ხარკოვის ოლქის სოფელ ტოპოლიზე კონტროლი დაიბრუნეს. ამის შესახებ უკრაინული მედია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით წერს.

2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს სოფელი ომის დასაწყისში რუსულმა ძალებმა დაიპყრეს. ხარკოვის ოლქი რუსული დარტყმების მუდმივი სამიზნე იყო.