რუსეთის განათლების მინისტრი, სერგეი კრავცოვი ჩეჩნეთში ჩავიდა და უფროსკლასელთათავის განკუთვნილი ისტორიის განახლებული სახელმძღვანელო, რესპუბლიკის მეთაურ, რამზან კადიროვთან პირადად განიხილა.
მანამდე, სახელმძღვანელოში ნათქვამი იყო, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეპრესირებული ხალხები და ყირიმელი თათრები ჰიტლერული გერმანიის საოკუპაციო ჯარებთან თანამშრომლობდნენ. კრავცოვთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას კადიროვის ტელეგრამ არხზე გავრცელდა.
„სერგეი კრავცოვმა წარმომიდგინა ხელახლა გამოცემული სახელმძღვანელო მე-10 კლასელებისთვის. მასში ახლა უკვე გასწორებულია ყველა შეცდომა და ამოღებულია წინა გამოცემაში დაშვებული უხეში ფორმულირებები სტალინური რეპრესიების ქვეშ მყოფი მთელი ხალხების მისამართით," - წერს კადიროვი.
რუსეთის განათლების სამინისტრომ ისტორიის სახელმძღვანელოში შესატანი ცვლილებების ტექსტი ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნა, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-ის ხალხების დეპორტაციის შესახებ აბზაცი დარედაქტირდა.