კანადა უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლებს

21-22 ნოემბერს კანადის ქალაქ ტორონტოში უკრაინის აღმშენებლობისადმი მიძღვნილი ბიზნეს კონფერენცია გაიმართება.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კანადა-უკრაინის სავაჭრო პალატა თავის ვებგვერდზე იუწყება.

„კონფერენცია აჩვენებს საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის აღდგენასა და მოდერნიზაციას სოფლის მეურნეობის, სამშენებლო/ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სექტორებში,“ ნათქვამია ინფორმაციაში.


კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება EDC-, EBRD-ისა და IFC-ს მიერ შემოთავაზებული ინსტრუმენტებზე, რითაც უკრაინაში ინვესტიციით დაინტერესებული კანადური კომპანიების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.